სამომხმარებლო შეთანხმება

სამომხმარებლო შეთანხმება აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმება აწესრიგებს ურთიერთობას ikino.ge სერვისის ადმინისტრაციასა და სერვისის მომხმარებლებს შორის. სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტი განკუთვნილია ikino.ge -ის ყველა მომხმარებლისათვის.
  • ikino.ge -ს ნებისმიერი სერვისის მოხმარებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემული სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ikino.ge  სერვისს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ikino.ge  -ის ადმინისტრაცია ეცდება აცნობოს მოხმარებლებს შეთანხმებაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, სამომხმარებლო შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შესაბამისად, სერვისის გამოყენებისას იხელმძღვანელეთ სამომხმარებლო შეთანხმების უახლესი ვერსიით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოხმარებლისათვის შემდეგ ბმულზესამომხმარებლო შეთანხმება .
  • ikino.ge შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც მომხმარებლებს მესამე პირთა ვებსაიტებზე გადაამისამართებს. ikino.ge არ არის პასუხისმგებელი ამგვარი ვებსაიტების შინაარსზე, მათ მიერ შემოთავაზებულ სერვისსა და მათ სამოხმარებლო შეთანხმებაზე. შესაბამისად, მომხმარებლის ვალდებულებაა საიტის დატოვებისას ყურადღება მიაქციოს და გაეცნოს მესამე მხარის სამომხმარებლო შეთანხმებასა და მოხმარების წესებს.
  • იმისათვის რომ ისარგებლოთ ikino.ge ის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სერვისით, მოხმარებელმა უნდა შექმნას საკუთარი ანგარიში. რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია.
  • დაუშვებელია სხვა მომხმარებლის ანგარიშის ნებართვის გარეშე გამოყენება. მომხმარებელმა აუცილებლად უნდა აცნობოს ikino.ge - ის ადმინსიტრაციას მისი ანგარიშის სხვა პირის მიერ უნებართვოდ გამოყენების შემთხვევაში.
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ბოლო ავტორიზაციის გავლიდან 1 წლის განმავლობაში არ გაივლის ავტორიზაციას ikino.ge - ზე, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გააუქმოს აღნიშნული მომხმარებლის ანგარიში.
  • საქართველოს ხელისუფლების მიერ ისეთი ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხება საიტის ფუნქციონირებას, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერი ცვლილებები შეიტანოს საიტის ფუნქციონირებასა და სამოხმარებლო შეთანხმებაში, რათა ეს უკანასკნელი ახალ ნორმებს მიუსადაგოს.
  • სამომხმარებლო შეთანხმების თაობაზე ყველა შესაძლო დავა გადაიჭრება საქართველოს საკანონმდებლო ნორმების თანახმად.